სიტყვის ფასი

5:14:00 AM CosyGogo 0 Comments





არასოდეს მიფიქრია ბობიზე. ის ისეთი უცნაურია. სინამდვილეში არავინ იცის მას რა ჰქვია, მაგრამ როგორც ჩანს თავისი სახელი დიდად არ მოსწონდა და ბობი დაირქვა. ის ყოველთვის ცელქი იყო და ყველას ნერვებს უშლიდა, ყოველთვის მაღალ-კლასელებთან მეგობროდა.
ხოლო, რამდენიმე წლის წინ ძალიან შეიცვალა. მოეშვა მაიმუნობას, მეგობრებს აიგნორებდა და მთელი გაკვეთილების მანძილზე ხმას არ იღებდა. მისი საქციელი ყველას უკვირდა, მათ შორის მასწავლებლებსაც.
„თუნდაც ერთადერთი ბიჭი იყოს მთელ გალაქტიკაში მე მაგასთან არაფერ საერთოს არ დავიჭერ!“ - ვფიქრობდი პატარაობაში.
ერთ  ირინა მასწავლებელმა ქართულში  ჯგუფური პრეზენტაციის გაკეთება დაგვავალა და გვითხრა, რომ თუ დავალებას არ შევასრულებთ საკონტროლო გრაფაში ორიანი ჩაგვეწერება. მე ყოველთვის ათებზე ვსწავლობდი და დიდი იმედი მქონდა, რომ ოქროს მედალსაც გამოვკრავდი ხელს, ამიტომაც არ ვაპირებდი ნიშნის გაფუჭებას პრეზენტაციის გამო.
პრეზენტაცია ორ-ორ მოსწავლეს უნდა გაეკეთებინათ. როგორც იქნა ჩემი მეწყვილის გამოცხადების დროც დადგა.
- ელენე და ბობი, თქვენ ერთად იმუშავებთ.
„ო, არა“ - ტანში ჟრუანტელმა დამიარა. საქმე იმაშია რომ ბობი პირველი კლასიდან ხუთზე მაღალ ნიშანს არ იღებს.
- არ მაინტერესებს შენი პრეზენტაცია! - მითხრა გაკვეთილების შემდეგ - თუ ასე ძაან გინდა ათიანი მაშინ გააკეთე თვითონ!
- შენ არ გესმის მჭირდება ეს ათიანი და შენ თვითონ მოისმინე, როგორ თქვა ირინა მასწავლებელმა, რომ პრეზენტაციის მარტო გაკეთების შემთხვევაში ორიანი იწერება!
- არ არის ჩემი პრობლემა! - ჩანთა მოიკიდა და კლასიდან გავიდა.
„არ არის მაგის პრობლემა! არ არის მაგის პრ...“
გავმწარდი და გავეკიდე, როგორც იქნა დავეწიე და წინ დავუდექი.
- იცი რა მესმის ეს არ არის შენი პრობლემა, შენ ხომ ამაზე უფრო დიდი პრობლემები გაქვს! შენ გყავს ფულიანი მამიკო, რომელიც ფულით აგინაზღაურებს შენ ორიანებს და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში მოგაწყობს, რა გენაღვლება! მაგრამ იცი რას გეტყვი, ყველა შენნაირი არ არის! ჩემი ოჯახი კაპიკს კაპიკზე ითვლის, რომ როგორმე რომელიმე უნივერსიტეტში ამოვყო თავი. რა უიღბლო ვარ არა? ოხ და კიდევ დედა, რა თქმა უნდა, ალბათ ამაყობს ხომ თავისი ვაჟკაცი შვილით, ზის სახლში და თავისი იდეალური ცხოვრებით ტკბება არა? მოდი ერთ რამეს გეტყვი ყველა მასე არ არის. დედაჩემი იცი სად არის ამ წამს? საზღვარ გარეთ. დღე და ღამე შრომაში და ოფლშია. იცი, როგორ მიჭირს მის გარეშე? არა. არ იცი. და ვერც გაიგებ! - მოთმინება ამოეწურა და წავიდა, ისე რომ ხმა არ ამოუღია.
ორი კვირა გავიდა, რაც სკოლაში არ მოსულა. ამის მიზეზი კი უკვე ყველამ იცოდა. ყველამ გაიგო რის გამო შეიცვალა ბობი ასე ძალიან.
დედამისი მოკვდა. თურმე სამი წლის წინ დედამისს კიბო აღმოუჩინეს. ეს ამბავი აქამდე არავინ იცოდა. დედამისის სიკვდილზე მარიმ შემატყობინა იმ დღის შემდეგ. გულში რაღაც ჩამიწყდა. ყურებში ყველა იმ მწარე სიტყვამ ერთდროულად გამიელვა, რაც დედამისზე ვთქვი. სიკვდილი მომინდა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი.
მთელი კლასი დაკრძალვაზე დაგვპატიჟეს. გავოგნდი, რომ გავიგე მათ შორის მეც, რომ ვიყავი. გადავწყვიტე არ წავსულიყავი, მაგრამ მარიმ ბევრი მარწმუნა და მაიძულა წავსულიყავი.
წვიმდა. ყველა შავებში იყო. ბობი დაკრძალვაზე არ გამოცხადებულა. სამყარო ასეთი შავთეთრი არასოდეს მომჩვენებია. ნელ-ნელა ყველა დაიშალა. მათ შორის მეც. ქოლგით ხელში გარკვეული მანძილი გავიარე. ბობის სახლს, რომ მივუახლოვდი შევჩერდი. არ მახსოვს რა მოხდა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ მისი სახლის კართან ვიდექი და ზარს ვრეკავდი.
კარი ბობიმ გააღო და სუნთქვა შემეკრა. არ ვიცოდი რა მექნა, ან რა მეთქვა. როგორც ჩანდა მასაც გაუკვირდა ჩემი დანახვა. ჩვენ არასოდეს დიდად არც ვმეგობრობდით და არც ვკონტაქტობდით. ახლა კი მის სახლთან ვდგავარ ენა გადაყლაპული.
- შემოხვალ? - გაკვირვებულმა მკითხა
- არა. აქ მირჩევნია. - სერიოზული სახით ვუთხარი.
- ხვდები, რომ წვიმს?
- კი.
- აი მაშინ, აქ რა გინდა?
- იმის სათქმელად მოვედი, რომ... პირველ რიგში გისამძიმრებ და მინდა ბოდიში მოგიხადო იმ სისულელეების გამო რაც იმ დღე გითხარი დედაშენზე და საერთოდ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ყველაფერი ეს... არ მინდოდა დღეს წამოსვლა მაგრამ მაიძულეს... აღარც კი ვიცი, როგორ მოგიხადო ბოდიში, ისეთი იდიოტი ვარ! შენ ადგილას საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, მაგრამ მაინც მთელი გულით გთხოვ პატიებას, შეიძლება ძალიან სულელურად გამოვიყურები, იმიტომ რომ შენ ახლახანს საყვარელი ადამიანი დაკარგე მე კიდე ამ სისულელეებს ვამბობ, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაპატიებდი აქ, რომ არ მოვსულიყავი.... - დუმილი - სულ ესაა, რის თქმაც მინდოდა, კიდევ ერთხელ გისამძიმრებ.
შევტრიალდი და გზა განვაგრძე.
- იცი - მომესმა უკნიდან ხმა - ბევრი საჭმელი დაგვიგროვდა და გინდა...
გამეღიმა, შემოვტრიალდი და ვუთხარი:
- დიდი სიამოვნებით.


You Might Also Like

0 comments: