უიმედოდ შეყვარებული
- შენ რა გაგიჟდი? ამ სკოლაში ყველა ბიჭი ჩემზე ოცნებობს მე კი შენ ამოგირჩიე. მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვიღებ? არაფერს! მხოლოდ სიყვარულის ახსნა არაა ყველაფერი. უნდა მანებივრებდე სულ რაღაცეებს მჩუქნიდე შენ კი არაფერ ამას არ აკეთებ!
- მე? და შენზე რას მეტყვი? რა გააკეთე ჩემთვის?
- მე გოგო ვარ შე უტვინო!
- იცი რა ყველაფერი დასრულდა!
- მშვენიერია!
ლეოს "ყოფილი შეყვარებული" იქით გამოემართა სადაც მე მქონდა თავშესაფარი. რომ დამინახა ისე შემომხედა თითქოს მუწუკი ვყოფილიყავი მის სახეზე და გამეცალა.
ლეო არ გაყოლია. იქვე ჩაიცუცქა და კედელს მიეყდრნო.
მისკენ გავემართე.
- შენ რა ყველაფერი მოისმინე?
ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ვაკვირდებოდი.
- ბოდიში, რომ ასე მოხდა. - ბოლოს და ბოლოს ამოვღერღე
- ბოდიში, რომ ამის მოსმენა მოგიწია. მარი. - მითხრა
- შენ რა ჩემი სახელი იცი?
- მთელი შვიდი წელია ერთად ვსწავლობთ.
უხერხული დუმილი.
- იცი მე უბრალოდ მინდოდა რამე რეალური ხვდები? - მითხრა მან
"მე ვარ რეალური!" - გავიფიქრე.
- რა სისულელეა, საიდან უნდა ხვდებოდე. - ეს თქვა, ადგა და კლასისკენ გაეშურა.
ვხვდები, რომ ის მე არასოდეს არ შემომხედავს, მაგრამ რაც მთავარია არამარტო მე ვარ უიმედოდ შეყვარებული.
- სიყვარულით მორცხვი გოგო.