დაბრუნება სამოთხეში
ლიზას წინ უშველებელი
ზღვა გადაშლილიყო, თბილი ნიავი მის სახეს ნაზად ედებოდა. თვალები დაეხუჭა და თითებს
ქვიშაში ათამაშებდა. ადგილი დაუჯერებლად ლამაზი იყო. მაგრამ ლიზა ამ სილამაზეს ვერ
ამჩნევდა, მას ახსენდებოდა ბოლოს, როდის იყო ამ ადგილას.
ზუსტად სამი წლის
წინ იგი ამ ადგილას გათხოვდა. მას ჩვეულებრივი, სადა, თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ალამაზებდა
მისი შავი ხუჭუჭა თმები. ლიზა ასე ბედნიერი ცხოვრებაში არ ყოფილა. მისი საქმრო შედარებით
არაფორმალურად გამოიყურებოდა. კოტონის თეთრი მაისური და საზაფხულო შარვალი ეცვა. მისი
მუქი ფერის თმები ერწყმოდა მის თვალების ფერს. მათ ფიცი დადეს. ისინი იცინოდნენ და
ტკბებოდნენ თავისი ახალგაზრდობით. უხაროდათ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა კარიბის
კუნძულზე. წარმოიდგინეს თავიანთი მომავალი, თუ როგორ ემატებოდათ წლები და როგორ ცხოვრობენ
ისინი ერთად სამუდამოდ. დაგეგმეს რამდენი შვილი უნდა ჰყოლოდათ. ორი, თქვა ლიზამ, ქმარმა
ოთხიო და საბოლოოდ სამზე შეჩერდნენ (ორი გოგო და ბიჭი, რა თქმა უნდა); სად უნდა ეცხოვრათ,
ერთად უნდა ემოგზაურათ. ყველაფერი
დაგეგმეს, რადგან მერე ამაზე აღარ ეფიქრათ.
მაგრამ ახლა ეს
ყველაფერი, როგორ ძველებურად ჟღერდა. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რამდენიმე
წელიწადში. ბევრმა
გულისტკივილმა შეიძლება ადამიანი სრულიად შეცვალოს და დაანგრიოს, თუნდაც ყველაზე ღრმა
სიყვარული.
ლიზა ტკივილისა
და სინანულის მონა გამხდარიყო. რა უნდა გაეკეთებინა გარდა იმისა, რომ დაეძლია სირთულეები,
ეპოვა ახალი ცხოვრება და ახალი ოცნებები? - ძველის აღდგენა მისთვის შეუძლებელი იყო.
როგორ შეიძლება ამ ულამაზეს ადგილას ასეთ აგონიას გრძნობდე?
კაცი იდგა და უყურებდა
პალმის ხეების მხრიდან. ის თვალს ვერ წყვეტდა მუქ-თმიან ქალს, რომელიც ზღვასთან ახლოს
იდგა, თითქოს ის ელოდებოდა რაღაცას - ან ვიღაცას. ის ლამაზი იყო, გამოწყობილი ყვავილებიან
კაბაში. მისი ცისფერი თვალები არ ჩამოურჩებოდა თვით ზღვის ფერსაც კი. მაგრამ არა ქალის
სილამაზეს მოუხიბლავს ეს კაცი ასე, მას ბევრი ლამაზი ქალი უნახავს სამუშაოზე, რადგან
ის ფოტოგრაფია. ქალის მარტოსულობამ და სიძლიერემ მოხიბლა იგი ასე. სიშორის მიუხედავად
კაცი მაინც გრძნობდა, რომ პლიაჟზე მდგომი სხვა ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია.
ლიზამ კაცის მოახლოება
იქამდე იგრძნო, სანამ მობრუნდებოდა. მან იცოდა, რომ კაცი იქ იდგა და მას აკვირდებოდა.
ლიზა თავს უცნაურად გრძნობდა. მან კაცს შეხედა და უეცარი გაელვება იგრძნო რაც აქამდე
მხოლოდ ერთხელ გამოეცადა. კაცი მას ნელა მოუახლოვდა. ეს გავდა იმ შეგრძნებას, როდესაც
შენ დიდიხნის უნახავ მეგობარს შეხვდები - არა უცნობს, უცნობ ადგილას.
ცოტა ხნის შემდეგ,
მოიარეს ბევრი ბარი და რესტორანი, დალიეს კოქტეილები და თან ილაპარაკეს. თავიდან თავიანთ
სასტუმროებზე, შემდეგ საჭმელზე. მათი შეხვედრის დროს ნატურალიზმის და თავდაჯერებულობის მიუხედავად
ისინი მაინც თავშეკავებულად საუბრობდნენ. ბევრი ალკოჰოლის და მისი ეფექტის მერე, ლიზამ
დაიწყო ლაპარაკი წინა წლის ამბებზე, როდესაც მას სჯეროდა, რომ ვეღარასოდეს შეიყვარებდა.
ის ლაპარაკობდა ისეთ რაღაცეებს, რაც აქამდე საკუთარ თავში ღრმად დაემალა და არავის
უყვებოდა. ლიზა მას მოუყვა, თუ რას გრძნობდა იგი ბავშვის დაკარგვის შემდეგ.
ის ექვსი თვის ორსული
იყო და ბედნიერი, როგორც არასდროს. ტკივილები, როდესაც დაეწყო დედამისთან იყო. მისი
ქმარი კი ქალაქგარეთ, სამუშაოზე წასული. მან ვერ მოასწრო დროზე მოსვლა. ექიმმა მათ
უთხრა, რომ ეს ისეთი რამაა, მისი ახლიდან ცდა კიდევ შეიძლება. მაგრამ ამას, როგორ გააკეთებდა,
როდესაც ის ქმარს თვალებშიც კი არ უყურებდა. ლიზა მას ვერ იტანდა იმის გამო, რომ იგი
არ იყო მასთან ერთად და არ განიცადა იგივეს, რასაც თვითონ გრძნობდა. ერთადერთი რაც
ლიზას უნდოდა იყო ის პატარა ბავშვი, რომელიც სამი საათის წინ ხელში ეჭირა. თვეების
შემდეგ ის მოშორდა მეგობრებს, ოჯახს ქმარს. არ უნდოდა ტკივილისგან განთავისუფლება,
რადგან ეს მისი შვილის ღალატი იქნებოდა. დაკრძალვაზე მან უარი თქვა ქმრის გვერდით დგომაზე
და შემდეგ დღეს სახლიდან წავიდა.
როდესაც მაღლა აიხედა
დაინახა თავისი ტკივილი არეკლილი კაცის თვალებში. პირველად თვეების განმავლობაში მან
არ იგრძნო თავი მარტოსულად. აუტანელი ტვირთი ჩამოშორდა მას, თუნდაც პატარა, მაგრამ
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მან დაიჯერა, რომ შეიძლება მას აქვს მომავალი და შეიძლება
ამ კაცთან, მისნაირ თვალებთან და ერთად გამოვლილ ცრემლებთან დღეებთანაც კი.
ისინი აქ მათი ქორწინების
გასაუქმებლად ჩამოვიდნენ, მაგრამ შეიძლება აქ იყო, რაღაც იმედის მომცემი. ლიზა წამოდგა,
ქმარს ხელი ჩაავლო და ბარიდან გამოიყვანა, სანაპიროზე სადაც მათ ფიცი დადეს წლების
წინ. შემდეგ დილას მათ გააუქმეს განქორწინება, ხოლო იმ საღამოთი კი აღადგინეს ერთმანეთისთვის
მიცემული პირობები.
ნახეთ ორიგინალი: http://www.eastoftheweb.com/short-stories/UBooks/RetuPara.shtml
- სიყვარულით მორცხვი გოგო. :)ეს მოთხრობა თარგმნილია ჩვენი გვერდის მიერ.
ნახეთ ორიგინალი: http://www.eastoftheweb.com/short-stories/UBooks/RetuPara.shtml